აღნიშნული ინფორმაციის წყარო გაფართოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის შტეფან ფულეს ტვიტი გახლავთ, სადაც ის წერს, რომ “მუშაობა შეჩერებულია”. ტვიტის მიხედვითვე, ფულემ უკრაინის პრემიერ-მინისტრს აზაროვს განუცხადა, რომ ევროკავშირს უკრაინისგან “ხელმოწერის აშკარა სურვილი” გამოხატვა სჭირდება.
პრეზიდენტი იანუკოვიჩი აცხადებს, რომ სავაჭრო და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა საფრთხეს შეუქმნის უკრაინის ბევრ ეკონომიკურ წამოწყებას, რომელიც რუსეთზეა დამოკიდებული. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი საბოლოო მიზანია, ხელი მოაწეროს ევროკავშირთან ხელშეკრულებას, თუმცა ასევე აღიარებს მოსკოვიდან წამოსულ მძიმე ზეწოლას, რომელსაც სურს, რომ უკრაინა საბაჭო კავშირს შეუერთდეს.
მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს ყოველწლიურად 20 მილიარდი ევროს ჩადება უკრაინის ეკონომიკის განახლებისთვის.
მოსკოვმა კი უკვე აამოქმედა ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტები, მაგალითად აკრძალა უკრაინული შოკოლადი და არსებობს საფრთხე, რომ ეს ზომები გამკაცრდება, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა ბრიუსელთან უფრო ახლოს მივა.- წერს ბიბისი.
შეგახსენებთ, რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ უკრაინაში საპროტესტო აქციები დაიწყო. სამიტის ფარგლებში უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ის რუსეთის წინაშე მარტოა.
უკრაინაში დაწყებული პროტესტი არაერთხელ დაარბიეს ძალდობრივად, რის გამოც დაწყებულის გამოძიება. აქციის მონაწილეები ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.
დრეს ევრომაიდანზე შეკრებილ უკრაინელ ხალხს სიტყვით მიმართეს ამერიკელმა სენატორება ჯონ მაკკეინმა და კრის მერფიმ:
“აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ თქვენს სამართლიან განწყობას, უკრაინის სუვერენულ უფლებას, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი ბედისწერა თავისუფლად და დამოუკიდებლად. თქვენი ბედისწერა კი ევროპაა. უკრაინა ევროპას უკეთესობისკენ შეცვლის, ევროპა კი უკრაინას შეცვლის უკეთესობისკენ”. -განაცხადა მაკკეინმა.