ლამფა, „გრელკა“, ემალის ფინჯნები, ძველი რადიომიმღებები, კასეტები და საანგარიშო ჩოთქი – ეს იყო ის რეკვიზიტები, რომელიც აქციის მონაწილეებმა გამოფინეს და აჭარის მთავრობას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდეს.
დღესვე არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდები მომავალისათვის“ ბათუმში უშუქობა ჩირაღდნებით გააპროტესტა. ახალგაზრდებმა ანთებული ჩირაღდნებით ბათუმის ქუჩები მოიარეს, მოგვიანებით კი აჭარის მთავრობის წინ გადაინაცვლეს.