ახალი ამბები

ტრამპის ადვოკატს ადანაშულებენ ფულის სანაცვლოდ პოროშენკოსთან შეხვედრის მოწყობაში

23 მაისი, 2018 •
ტრამპის ადვოკატს ადანაშულებენ  ფულის სანაცვლოდ პოროშენკოსთან შეხვედრის მოწყობაში

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატმა აშშ-ისა და უკრაინის ლიდერებს შორის შეხვედრის მოსაწყობად 400 000 აშშ დოლარი მიიღო. ბრიტანული მედია ინფორმაციის წყაროს არ ასაჯაროებს, თუმცა აცხადებს, რომ ცნობა მათ კიევიდან მიაწოდა პირმა, რომელიც დაახლოებულია გარიგების მონაწილეებთან.

BBC-ის განცხადებით, უცნობია, იცოდა თუ არა ამ გარიგების შესახებ თავად დონალდ ტრამპმა.

ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა გასული წლის ივნისში გაიმართა. როგორც BBC წერს, პოროშენკოს ვიზიტის დასრლებიდან მალევე, ქვეყნის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ტრამპის კამპანიის მენეჯერზე, პაულ მანფორტზე გამოძიება შეწყვიტა.

BBC-ის წყარო ამბობს, რომ უკრაინაში რეგისტრირებულ ლობისტურ კომპანიას და ვაშინგტონში უკრაინის საელჩოს სჭირდებოდა უფრო მეტის ჩვენება, ვიდრე ტრამპისა და პოროშენკოს ფოტო იქნებოდა:

“მათ სურდათ ეჩვენებინათ, რომ ტრამპი და პოროშენკო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. პოროშენკომ გადაწყვიტა ტრამთან არაოფიციალური კავშირი დაემყარებინა და ამისთვის მიმართეს უკრაინის პარლამენტში სანდო პირს, რომელმაც პერსონალური კონტაქტები გამოიყენა. ებრაული საქველმოქმედო ფონდის დახმარებით,  საბოლოოდ პერზიდენტის ადვოკატზე გავიდა, რომელსაც 400 000 დოლარი გადაუხადეს” – ამბობს BBC-ის წყარო.

ბრიტანული მედიასაშუალების მეორე წყარო კი აცხადებს, რომ ტრამპის ადვოკატმა შეხვედრის ორგანიზების სანაცვლოდ 600 000 აშშ დოლარი მიიღო. BBC ამ საკითხზე პოროშენკოს ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, თუმცა მათ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი