ახალი ამბები

ირაკლი მელაშვილის აკაკი ჩხენკელით შეცვლის მიზეზი არ განმარტეს

13 დეკემბერი, 2013 •
ირაკლი მელაშვილის აკაკი ჩხენკელით შეცვლის მიზეზი არ განმარტეს

მის ნაცვლად ამ პოსტზე 13 დეკემბრეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აკაკი ჩხენკელი წარადგინა, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა.

ჩხენკელი ამ თანამდებობამდე შსს სამინინისტროში მუშაობდა ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს და ეკავა  გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის პოსტი.

“პროფესიით ეკონომისტი, კვალიფიკაცია გავლილი აქვს ამერიკაში, პენტაგონის დაგეგმვის, პროგრამირების  ბიუჯეტირებისა შემსწავლელ ცენტრში, გერმანიაში მარშალის სახელობის ცენტრში, ბოლო ერთი წელი ერთად ვიმუშავეთ”, – ასე წარადგინა ჩხენკელი ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა.

აკაკი ჩხენკელი
აკაკი ჩხენკელი

თავად ჩხენკელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ  ბოლო ერთი წლის განმავლობაში ის მუშაობდა ღარიბაშვილთან ერთად და მას [ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს] ჰქონდა საშუალება თვალყური ედევნებინა მისი მუშაობისთვის:

 

“ შესაბამისად, მიიღო ეს გადაწყვეტილება”.

 

ჩხენკელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის უცნობია, დარჩება თუ არა ირაკლი მელაშვილი უწყებაში რაიმე თანამდებობაზე. თავის მხრივ არც პრემიერ-მინისტრს განუმარტავს, თუ რატომ შეცვალა ღარიბაშვილი ჩხენკელით. ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია მელაშვილსაც.

 

ჟურნალისტებმა კანცელარიის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითთმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტანეტის ახალ უფროსს კითხეს თვითმმართველობის კანონპროექტის შესახებ,  რაზედაც ჩხენკელმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით არ იცნობს ამ საკითხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი