“ეს [მშენებლობის ხარისხი] გათვალისწინებულია ახალ ევროკოდექსზე გადასვლაში. მაგრამ ჩვენს ინდუსტრიას და სფეროს ჭირდება მომზადება ამისთვის, რომ მათ ჰქონდეთ გარკვეულ პერიოდი, რათა მოახერხონ ახალ სტანდარტებზე გადასვლა. მინდა გითხრათ, რომ ყველა საკითხი გათვალისწინებული იქნება ახალ სამშებლო კოდექსში და იმ სამშენებლო სტანდარტებში, რომელიც იქმნება საქართველოში”, – განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს 13 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
კვირიკაშვილის თქმით, დღეს სამშენებლო ობიექტები რამდენიმე კლასადაა დაყოფილი. სამინისტრო ახორციელებს მხოლოდ განსაკუთრებული რისკის შემცველი ობიექტების ხარისხის კონტროლს:
“ასეთი ობიექტები არის, მაგალითად, საბაგირო გზები და ასე შემდეგ. დანარჩენი ობიექტები კონტროლდება მუნიციპალიტეტების მიერ. სწორედ აქ არის გასაძლიერებელი ხარისხის კონტროლი. ვფიქრობ, რომ იმ სპეციალისტების სერტიფიცირება იქნება აუცილებელი, რომლებიც ამ საკითხებზე იმუშავებენ, “, – აცხადებს კვირიკაშვილი.
პრემიერთან არსებული ეკომომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი სამშენებლო კოდექსის შემუშავების პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სპეციალისტები და შესაბამის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.