“იუსტიციის სახლის სახურავთან დაკავშირებით შეფასებითი სამუსაო მიმიდინარეობს. ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, რომელშიც იუსტიციასთან ერთად ჩართული იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტროც. ამ ეტაპზე სახურავის, როგორც კონსტრუქციის, ისე შეფუთვის ნაწილს აქვს გარკვეული პრობლემები. მოგეხსენებათ, სახურავი ფოთლებადაა დაყოფილი – მეხუთე, მეშვიდე და მერვე ფოთოლს აქვს პრობლემა. აქედან გამომდინარე, რამდენიმე კვირის განმავლობაში მისაღები დარბაზი ვერ გაიხსნება”, – განაცხადა წულუკიანმა 13 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ .
მისივე თქმით, ამის მიუხედავად, მოქალაქეების მიღება “ერთი ფანჯრის პრინციპით” გრძელდება სპეციალურად გახსნილ ოთხ პუნქტში. ეს არის აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა, ჩუბინაშვილისა ქუჩისა და თამარაშვილის კვეთაში მდებარე ე.წ. M კვადრატის შენობა, ვაჟა ფშაველას კვეთაზე და მეტრო მარჯანიშვილთან გახსნილი პუნქტები. ოთხივე პუნქტში შესაძლებელია დოკუმენტების ჩაბარება. ხოლო დოკუმენტების მიღება ხდება მეხუთე პუნტში, რომელიც იუსტიციის სახლის მარცხენა ნაწილშია გახსნილი.
“ბოდიშს ვუხდი მოქალაქეებს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომის გამო. მაგრამ სერვისების მიწოდება არ შემწყდარა და ოთხივე პუნქტში ერთი ფანჯრის პრინციპი მოქმედებს”, – განაცხადა წულუკიანმა.
ჟურნალისტებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა კითხვების საშუალებით დამატებილი ინფორმაცია მიეღოთ მისგან. წულუკიანმა განაცხადა, რომ უფრო დეტალური ინფორმაციას ორშაბათს გაავრცელებენ.
იუსტიციის სახლი თბილისში 3 დეკემბერს დაზიანდა ძლიერი ქარის შედეგად, რასაც შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოჰყვა.
