ახალი ამბები

კლუბი “ბასიანი” იხსნება – LIVE

23 მაისი, 2018 • 3964
კლუბი “ბასიანი” იხსნება – LIVE

“ბასიანის” ერთ-ერთი მფლობელის, ზვიად გელბახიანის ინფორმაციით, კლუბი “ბასიანი” იხსნება. როგორც ზვიად გელბახიანი Facebook-ზე წერს, შსს-გან მიიღეს ინფორმაცია, რომ კლუბს ლუქი მოეხსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეტგაზეთს აღნიშნული ინფრომაცია დაუდასტურა.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს. “ბასიანი” და “გალერი” 12 მაისიდან დალუქული იყო. გუშინ, 22 მაისს “კაფე გალერი” გაიხსნა. პარალელურად, 27 მაისისთვის თბილისში დაანონსდა აქცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, სწორედ “ბასიანის” გახსნა იყო. ნეტგაზეთი არკვევს, გაიმართება თუ არა აღნიშნული აქცია და რა იქნება მისი მთავარი მოთხოვნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი