ახალი ამბები

ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის შეცვლას საკრებულოს კომისიამ მხარი დაუჭირა

23 მაისი, 2018 • 1563
ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის შეცვლას საკრებულოს კომისიამ მხარი დაუჭირა

თბილისის საკრებულოს ცნობით, დეპუტატები შეთანხმდნენ ,”ვარდების რევოლუციის მოედანს” სახელი გადაერქვას და მას “პირველი რესპუბლიკის მოედანი” ეწოდოს.

დღეს, 23 მაისს, სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომისიის სხდომაზე ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება არავის ებრძვის და ეს არ უკავშირდება პოლიტიკას.

კომისიის წევრებმა და დამსწრე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პირველი რესპუბლიკის მოედნის ვარიანტს. სწორედ ეს სახელწოდება წარედგინება საკრებულოს სხდომას დასამტკიცებლად.

კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა დეპუტატებს “ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ სახელწოდების რამდენიმე ვარიანტი წარუდგინა. კერძოდ, პირველი რესპუბლიკის მოედანი; პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი; საქართველოს რესპუბლიკის მოედანი; რესპუბლიკის მოედანი და დამოუკიდებლობის მოედანი.

საკრებულოს ცნობით, წელს აღინიშნება პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე, ამიტომ კონტექსტიდან გამომდინარე, მართებულია, თბილისის ერთ-ერთ მთავარ მოედანს სწორედ პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი