ახალი ამბები

სატყეო სააგენტო: ატენში წიწვოვანი ხეები უკანონოდ მოიპოვეს

23 მაისი, 2018 • 1369
სატყეო სააგენტო: ატენში  წიწვოვანი ხეები უკანონოდ მოიპოვეს

ეროვნული სატყეოს სააგენტოს ინფორმაციით, ატენის ხეობაში სახელმწიფო ტყის ფონდიდან 12 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე უკანონოდ მოიპოვეს. მათივე თქმით, სააგენტოს თანამშრომლების მიერ ამჟამად დალუქულია სატვირთო მანქანა, რომლითაც უკანონოდ მოპოვებული ხეები გადაჰქონდათ.

როგორც სატყეო სააგენტო განმარტავს, საუბარია12 კუბურ მეტრამდე წიწვოვანი სახეობის პირველი ხარისხის სამასალე მერქანზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება, ხოლო მასალები შემდგომი რეაგირებისთვის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი