ახალი ამბები

“გალერი” გაიხსნა, “ბასიანი” ისევ დალუქულია

22 მაისი, 2018 • 2120
“გალერი” გაიხსნა, “ბასიანი” ისევ დალუქულია

“კაფე გალერი” გაიხსნა, რაც შეეხება “ბასიანს”, ის ისევ დალუქულია. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში არ ამბობენ ზუსტ დროს, როდის მოეხსნება “ბასიანს” ლუქი. “ნეტგაზეთი” კაფე გალერისაც დაუკავშირდა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ის გვითხრეს, რომ “გალერი” გახსნილია.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია “გალერისა” და “ბასიანში” 12 მაისს, შუაღამისას, დაახლოებით პირველ საათზე, ერთდროულად დაიწყეს. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, თუმცა მოგვიანებით უწყებამ დაასტურა, რომ კლუბის ტერიტორიაზე ამ 8 ადამიანიდან მხოლოდ ერთი  ადამიანი დააკავეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი