ახალი ამბები

კომისია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს

11 დეკემბერი, 2013 •
კომისია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს

აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში არიან: ჟურნალისტი და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ია ანთაძე, ჟურნალისტი ნინო ბექიშვილი, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის წევრი ნათია კაპანაძე,  რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი, “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი, პროფესორი ზაზა შათირიშვილი,  ჟურნალისტი და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ზვიად ქორიძე და პროფესორი თამაზ ჯოლოგუა.


სწორედ ამ კომისიამ უნდა შეარჩიო საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატები. კონკურსში მონაწილე კანდიდატებს შეუძლიათ 12 დეკემბრის ჩათვლით შეიტანონ განაცხადები პარლამენტში.


კონკურსის შედეგად კომისია შეარჩევს 28 კანდიდატს, საიდანაც მოხდება სუბიექტებისგან მათ მიერ წარსადგენი კანდიდატების დასახელება პარლამენტის წინაშე. კერძოდ, 2 წევრს ასახელებს სახალხო დამცველი, ერთს – აჭარის უმაღლესი საბჭო, 3-ს – საპარლამენტო უმრავლესობა და 3-ს – საპარლამენტო უმცირესობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი