ინფორმაცია პატიმრის, მირზა გიგლემიანის ცემის თაობაზე ადვოკატმა ირმა ბერიკაშვილმა გაავრცელა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულმა მსჯავრდებულმა არაერთხელ მიიყენა თვითდაზიანება სხვადასხვა მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო:
“ამჟამად მსჯავრდებული მირზა გიგლემიანი შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს მიერ კონტროლზეა აყვანილი. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულის ცემის ფაქტი დადასტურდება, მსჯავრდებულზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პირები პასუხს კანონის წინაშე აგებენ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
