ახალი ამბები

თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

20 მაისი, 2018 • 1352
თბილისში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით,  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,”-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სსკ-ს 179-ე ჩაღობის მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს. უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციამ ბრადებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი