ახალი ამბები

დაპირისპირება გულშემატკივრებს შორის საკალათბურთო მატჩზე, რუსთავში

20 მაისი, 2018 • 1625
დაპირისპირება გულშემატკივრებს შორის საკალათბურთო მატჩზე, რუსთავში

რუსთავში, რუსთავისა და ქუთაისის საკალათბურთო გუნდებს შორის მიმდინარე მატჩისას გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა 18 მაისს მოხდა.

დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ერთ-ერთი თვითმხილველი ავრცელებს. კადრებში, სავარაუდოდ, მოედნის მიმდებარე ტერიტორია ჩანს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მატჩის მიმდინარეობისას გულშემატკივართა შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ, რომელთაც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. ისინი მალევე გაათავისუფლეს.

დაპირისპირების შემდგომ მატჩი გაგრძელდა და საბოლოოდ, ქუთაისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი