ახალი ამბები

გავრცელებულ ვიდეოში ქალი ამბობს, რომ ქუჩაში ესროლეს – ამოღებულია იარაღი

18 მაისი, 2018 • 5617
გავრცელებულ ვიდეოში ქალი ამბობს, რომ  ქუჩაში ესროლეს – ამოღებულია იარაღი

დღეს, 18 მაისს, ფეისბუკის მომხმარებელმა ნაილი ვარხანიამ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ახალგაზრდა ქალი იქვე მდგარ კაცს იარაღით ცეცხლის გახსნაში სდებს ბრალს. შსს-მ აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება სკ-ს 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ვიდეოში ასახული პირები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან, სადაც მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

“იარაღი გვესროლა, ამ კაცმა გვესროლა იარაღი. ეს არის ეს ქვეყანა? ამ კაცმა ამწუთას გვესროლა იარაღი. წეღან ჩემს ძმასთან მოუვიდა შელაპარაკება, იჩხუბა, მოვიდა, ჩალეწა მანქანა და ახლა მოვედით და იარაღი გვესროლა,” – ამბობს ახალგაზრდა ქალი.

ვიდეოში ასევე ჩანს, რომ მანქანასთან მდგარ ლურჯმაისურიან კაცს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.

 

კორკოტების ქვეყანა თქვენ მე არ მინდა ესეატ სამპალ ხალხში ცხოვრება მოძალადეებო კორკოტას ქვეყანა

Posted by Naili Vakhania on Friday, May 18, 2018

მასალების გადაბეჭდვის წესი