ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში მინიმუმ 8 ადამიანი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. ამის შესახებ BBC თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, ამ დროისთვის ერთი ადამიანია დაკავებული, თუმცა ადგილობრივი პოლიცია გარდაცვალების ფაქტებს ჯერჯერობით არ ადასტურებს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაუდგენელმა პირმა ცეცხლი მოსწავლეებს ხელოვნების გაკვეთილის დროს გაუხსნა, რა დროსაც ერთი ადამიანი ფეხში დაიჭრა. მათივე ინფორმაციით, სანამ სკოლის მოსწავლეები სროლის ხმას გაიგონებდნენ, ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია ჩაირთო.
ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა თავდამსხმელი სანტა ფეს სკოლის მოსწავლე. როგორც CNN წერს, ეს უკვე მესამე შემთხვევაა ამ კვირაში, როდესაც აშშ-ის სკოლებში თავდამსხმელები მოსწავლეებს ცეცხლს უხსნიან, ხოლო 2018 წლის დასაწყისიდან ასეთი თავდასხმების ოდენობა 22-ს აღწევს.