ახალი ამბები

გახარია: პოლიციაში ეფექტური მოქმედების კომპლექსი არსებობს

18 მაისი, 2018 • 1406
გახარია: პოლიციაში ეფექტური მოქმედების კომპლექსი არსებობს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ პოლიციის ეფექტური მოქმედების კომპლექსი არსებობს, რომელიც უნდა დაძლიონ.

ამით მან დეპუტატ კობა ნარჩემაშვილის კითხვას უპასუხა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას პოლიციის მიერ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლებაზე ისაუბრა.

“გულწრფელად მინდა გითხრათ, დღეს პოლიციაში არსებობს გარკვეული კომპლექსი. ეფექტური მოქმედების კომპლექსი არის, საიდან გამომდინარეობს. რა ანატომია აქვს, ეს სხვა თემაა, თუმცა ეს კომპლექსი არის დასაძლევი, ამის გარეშე სამართალდამცავი სისტემა ვერ გახდება ეფექტური, რაც ჩვენი, ყველას სასიცოცხლო ინტერესია,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი