ახალი ამბები

ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხნენ – ვიდეო

17 მაისი, 2018 • 3295
ჰომოფობიის წინააღმდეგ აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხნენ – ვიდეო

ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე, რომელიც დღეს, 17 მაისს, მთავრობის კანცელარიის წინ მიმდინარეობს, სიტყვით გამომსვლელს უცნობი პირი თავს დაესხა.

სამართალდამცავებმა აღნიშნული პირი რამდენიმე წუთში დააკავეს. 15 წლის მოზარდი ძალადობის მუხლით (სსკ-ს 126-ე მუხლით) არის დაკავებული.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა, 2014 წლიდან საპატრიარქომ ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა.

“თანასწორობის მოძრაობა” 17 მაისს თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ გეგმავდა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, თუმცა 16 მაისს საღამოს განაცხადეს, რომ აქცია არ შედგებოდა.

მოძრაობის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ უსაფრთხოების გარანტიები აღუთქვა, მაგრამ ფაშისტურმა ნეონაცისტურმა დაჯგუფებებმა პარალელურად დაიწყეს მობილიზება და შეიქმნა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად მოძრაობამ თქვა, რომ 17 მაისს მათი დაგეგმილი აქცია არ ჩატარდება. ადამიანთა ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, რის გამოც მათ დაიწყეს სხვა, ახალი აქციის ორგანიზება. აღნიშნული აქცია პოლიციის ზედამხედველობით, ბარიკადებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი