ახალი ამბები

ფაშისტური მოძრაობის “მთავარი იდეოლოგი” და “ასმეთაური” დააკავეს

17 მაისი, 2018 • 11112
ფაშისტური მოძრაობის “მთავარი იდეოლოგი” და “ასმეთაური” დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დღეს, 17 მაისს, სამართალდამცავებმა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მოძრაობის წევრები  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.

მოძრაობის ინფორმაციით, უწყებამ  მოძრაობის “შავპერანგიანთა ასმეთაური” თორნიკე ვაშაკიძე და “იდეოლოგიური მიმართულების მეთაური” ირაკლი ღუტიძე დააკავა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 17 მაისს თბილისში, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს, მეტროსადგურების -„თავისუფლების მოედნისა“ და „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ხოლო ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.  მსვლელობის დაწყებამდე სამართალდამცველებმა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ 2 წევრი პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

“ეროვნულ–სოციალისტური მოძრაობა საქართველოს ეროვნული ერთობა” 2016 წლის 2 ნოემბერს დაფუძნდა. ის არსებობს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის სტატუსით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია.

ორგანიზაციამ თავის სიმბოლოდ აიღო შავი ფერი, რომელიც ბორჯღალითაა შემკული. მათ გერმანული ფაშიზმის მიერ აღებული სვასტიკა შეცვალეს ბორჯღალით და ჯვრით.

ვინ არიან ისინი, ვინც სამოქალაქო გვარდიის შექმნით იმუქრებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი