“თუკი თქვენ გაიმარჯვებთ, ისტორიის სახელმძღვანელოებში დაიწერება, რომ რუსეთის იმპერია დასრულდა აქ, ევრომაიდანზე, თქვენ გაიმარჯვებთ”, – წერს სააკაშვილი თავის ფეისბუქის გვერდზე.

 

მიტინგზე შაბათს სააკაშვილი უკრაინის ოპოზიციის ლიდერებთან და ნაც.მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. მათ შორის იყვნენ გიგი წერეთელი და კობა ხაბაზი.

 

#євромайдан-ზე მიხეილ სააკაშვილმა ხუთწუთიანი გამოსვლის დროს მომიტინგეებს მოუწოდა “გაეძლოთ სიცივისთვის”. საქართველოს ექს-პრეზიდენტის აზრით, უკრაინა და სხვა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები არჩევანის წინაშე დგანან:

 

– “უნდა გადავწყვიტოთ – ევროკავშირი, თუ რუსეთის ევრაზიული გაერთიანება?”.

 

სააკაშვილმა ასევე გაიმეორა ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზა, მაგრამ უკრაინულად – “მე ვარ უკრაინელი, მე ვარ ქარველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი”.

 

გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა თავის სწავლის პერიოდს უკრაინაში, თუმცა გამოსვლის ტექსტი ხელში ეკავა და ისე კითხულობდა. გამოსვლისას ნახსენები იყო რუსეთის პრეზიდენტის – პუტინის ბოლო პერიოდის გეოპოლიტიკური ნაბიჯები საქართველოს და სხვა ქვეყნების მიმართ. 

 

ფოტო: Jan A. Nicolas ნეტგაზეთისთვის

Michail Saakaschwili aeussert am 7. Dezember 2013 auf einer Pressekonferenz der ukrainischen Opposition seine Kritik an der gegenwaertigen Regierung und seine Unterstuetzung der Oppositionskraefte.
Michail Saakaschwili aeussert am 7. Dezember 2013 auf einer Pressekonferenz der ukrainischen Opposition seine Kritik an der gegenwaertigen Regierung und seine Unterstuetzung der Oppositionskraefte.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *