მიხეილ სააკაშვილი უკრინაში ევროპარლამენტის წევრების ჯგუფთან ერთად ჩავიდა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინის ოპოზიციური პარტიის “УДАР” ლიდერთან, ვიტალი კლიჩკოსთან ერთად ივახშმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპროტესტო აქციები უკრაინის მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმას მოჰყვა. ერთი კვირის წინ გამართული აქცია პოლიციამ ძალადობრივად დაშალა, რომელსაც კიდევ უფრო მასშტაბური აქციები მოჰყვა.
უკრაინას ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ევროკავშირძთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი უნდა მოეწერა, ამისათვის უკრაინის პარლამენტს უნდა მიეღო კანონი, რომელიც ყოფილ პრემიერ–მინისტრს, პატიმრობაში მყოფ იულია ტიმოშენკოს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას მისცემდა. აღნიშნული კანონი არ მიიღეს.
ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ რუსეთიდან წამოსულმა ზეწოლამ აიძულა იგი უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი უკრაინისთვის ღია რჩება.