15 მაისს, დილით, რუსთავში პოლიციას ეკიპაჟი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა, რის გამოც პატრულმა პატრული დააჯარიმა. ინფორმაცია, რომელიც პირველად “ინფო რუსთავმა” გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს.

შსს-ში განგვიცხადეს, რომ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო მანქანები უმნიშვნელოდ დაზიანდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პატრულმა პატრულის თანამშრომელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით დააჯარიმა.