ახალი ამბები

ID ბარათი უფასოდ, პასპორტი $50 – დროებითი შეღავათი ემიგრანტებს

15 მაისი, 2018 • 4984
ID ბარათი უფასოდ, პასპორტი $50 – დროებითი შეღავათი ემიგრანტებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სპეციალური აქცია დაიგეგმა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებისა და დახვეწის ფარგლებში.

მინისტრის თქმით, დღეიდან, 3 თვის განმავლობაში, უცხოეთში მცხოვრები ქართველები ID ბარათის აღებას უფასოდ შეძლებენ, ხოლო პასპორტს 2 თვის განმავლობაში 130 დოლარის ნაცვლად 50 აშშ დოლარად მიიღებენ.

აქცია არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვას. მის ფარგლებში საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აღებას უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი ასაკის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს:

“საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებისა და დახვეწის ფარგლებში, ვაცხადებთ აქციას, რომლითაც საქართველოს ყველა ის მოქალაქე, განურჩევლად ასაკისა და იმ ქვეყნისა, თუ სად იმყოფება, შეძლებს ისარგებლოს. [ემიგრანტებს შეუძლიათ0 დღეიდან მომდევნო სამი თვის განმავლობაში უფასო აქციით,  [ისარგებლონ] როელიც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ეხება.

ხოლო დღეიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში ისარგებლებენ მაქსიმალურად შეღავათიანი საფასურით საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის აღებისას – ეს საფასური იქნება 130-ის ნაცვლად 50 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ანუ ლარებში” – თქვა თეა წულუკიანმა.

აქციაში ჩასართავად და დოკუმენტაციის მისაღებად, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს საკონსულოებს უნდა მიმართონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი