ახალი ამბები

მანანა კობახიძე: პატრიარქის მოსაზრება ყურადსაღებია

4 დეკემბერი, 2013 • • 1355
მანანა კობახიძე: პატრიარქის მოსაზრება ყურადსაღებია

“პატრიარქის პოზიციას ჩვენ ყურს ვუგდებთ, ყურადსაღებია და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საპატრიარქოს პოზიცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კანონპროექტი არის განხილვის საგანი, ანუ ჯერჯერობით ამ კანონპროექტისთვის პარლამენტს კენჭი არ უყრია, ანუ ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. ამ მსჯელობის პროცესში, რა თქმა უნდა, ყველა პოზიცია ოპონენტების, მოწინააღმდეგეების, მომხრეების უნდა იყოს გათვალისწინებული, შეჯერებული და მხოლოდ ამ ფართო კონსენსუსის და ფართო მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა მანანა კობახიძემ. 

მანანა კობახიძე, ფოტო: reportiori.ge
მანანა კობახიძე, ფოტო: reportiori.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი