ახალი ამბები

იუსტიციის სახლიდან მოქალაქეების და თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა

3 დეკემბერი, 2013 •
იუსტიციის სახლიდან  მოქალაქეების და თანამშრომლების ნაწილის ევაკუაცია განხორციელდა

“სხვა თანამშრომლები შენობაში რჩებიან და მუშაობას განაგრძობენ”.

 

იუსტიციის სახლში მომხდარ ინციდენტს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფეისბუქით გამოეხმაურა:

 

“იუსტიციის სახლის შესასვლელში, გარე პერიმეტრზე, სახურავი ჩამოიშალა ქარის გამო. საბედნიეროდ არავინ დაზიანებულა. შენობა დაცლილია მოქალაქეებისა და თანამშრომლებისაგან. ადგილზე ვიმყოფებით მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, სამაშველო სამსახური და მშვიდობაა. მთავარია, რომ არავინ დაზიანდა, ვინც ამ დროს შესასვლელში შეიძლებოდა ყოფილიყო. იტალიური კომპანიის წარმომადგენლები, ვინც სახურავი საოცარი სისწრაფით გააკეთა შარშან, ხვალ ჩამოვლენ თბილისში”, – წერს თეა წულუკიანი.

  

იუსტიციის სახლი/ ლაშა შანიძის ფოტო
იუსტიციის სახლი/ ლაშა შანიძის ფოტო

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი