ახალი ამბები

17 მაისს პარლამენტთან ვიდგებით – ანა სუბელიანი

12 მაისი, 2018 • 1994
17 მაისს პარლამენტთან ვიდგებით – ანა სუბელიანი

“17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ჩვენ ერთად პარლამენტთან ვიდგებით”. ეს განცხადება თანასწორობის მოძრაობის წევრმა ანა სუბელიანმა გააკეთა აქციაზე “ჩვენი თავისუფლებისთვის”.

მისი თქმით, მანამდე აქციის დროსა (საათი) და ადგილის თაობაზე შეთანხმების მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შსს ლგბტ თემთან მოლაპარაკებებში უსაფრთხოების თემით “ვაჭრობდა”. საუბარია იმაზე, რომ სუბელიანის თქმით, შსს აცხადებდა, რომ კონკრეტულ ადგილასა და საათზე ჩატარებულ აქციას უწყება არ დაიცავდა. სუბელიანის თქმით, ისინი შსს-თან მოლაპარაკების გაგრძელებას აღარ აპირებენ.

‘წარმოუდგენელია, დღეს ისინი ასე არღვევდნენ ჩვენს უფლებებს და 17 მაისს თითქოს ჩვენი უსაფრთხოება დაიცვან. არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თითქოს 17 მაისის ექსცესების გარეშე ჩატარებით საერთაშორისო საზოგადოებასთან ქულები დაიწერონ. 17 მაისი შედგება აქ”, – განაცხადა ანი სუბელიანმა.

“წელს, ისე როგორც არასდროს, უნდა ვიყოთ ერთად, ესეც ჩვენი თავსიუფლების ნაწილია”, – თქვა ანა სუბელიანმა. მისი თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანების სექსუაალურ ორიენტაციას და მნიშვნელოვანია ძალადობისაგან თავის დაცვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი