ახალი ამბები

ეშტონი და ფულე კიევში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმიანებიან

30 ნოემბერი, 2013 •
ეშტონი და ფულე კიევში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმიანებიან

“ევროკავშირი მკაცრად გმობს კიევში პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად გამოიყენა. აქციის მონაწილეები ძლიერად და უპრეცედენტო მანერით გამოხატავდნენ მხარდაჭერას  ევროკავშირთან უკრაინის პოლიტიკური და ეკონომიკური ასოცირების მიმართ. აღნიშნულ მხარდაჭერას გუშინ უკვე მიესალმნენ ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში. გაუმართლებელი ძალის გამოყენება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელთა მიმართ ერთგულება სამიტის ყველა მონაწილემ გუშინ კვლავ დაადასტურა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმაც.

 

ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინას, როგორც ეუთოს თავმჯდომარეს, რომელიც მასპინძლობს მინისტრთა კონფერენციას 5–6 დეკემბერს კიევში, სრულად შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას, გამოიძიოს გუშინ ღამით განვითარებული მოვლენები და დააკისროს პასუხისმგებლობა მას, ვინც შეკრების და გამოხატვის თავისუფლების პრინციპების წინააღმდეგ მოქმედებდა”– ნათქვამია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას კიევის ცენტრალურ მოედანზე გამართული აქცია პოლიციამ დაშალა. აქცის უკრაინის მთავრობის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმას მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით დაკავებულია აქციის 35 მონაწილე. 

 

“მომავალი კვირიდან პარლამენტი დაიბლოკება. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ამ ხელისუფლებას, მიიღოს ანტიეროვნული გადაწყვეტილება”,– ამბობს ოპოზიციონერ ვიტალი კლიჩკო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი