საპროტესტო აქციის ორგანიზატორი სერეგი მინიჩენკო ამბობს, რომ პოლიციამ ასევე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. მისისვე თქმით, აქციის დარბევა დღეს, 30 ნოემბერს გამთენიისას, 04:30 წუთზე დაიწყეს.
საპროტესტო აქციები უკრაიანის პრეზიდენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმას მოჰყვა.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს “ინტერფაქსის” ცნობით, პოლიციის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოედნის გაწმენდა “სხვადასხვა ინიცდენტის” გამოვლენის შემდეგ გადაწყვიტეს. თუმცა კონკრეტულად ცნობილია არაა, რა ინცინდენტებზეა საუბარი.
აქციის ერთ–ერთი მონაწილის თქმით, 1 000– ზე მეტი სტუდენტი იმყოფებოდა მოედანზე, როდესაც პოლიცია მათ დასარბევად მივიდა.
“საშინელება იყო, ჩვენ ვმართავდით მშვიდობიან დემონსტრაციას, ისინი კი თავს დაგვესხნენ, ისე მოგვისროლეს, როგორც ნაგავი”.– ამბობს ლადა ტრომადა.
თვითმხილველების თქმით, ადგილზე იყო სასწრაფო დახმარების მანქანებიც. მათივე თქმით, აქციის ზოგიერთ მონაწილეს თავიდან და მკლავიდან სისხლი სდიოდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, ანდრეი შევჩენკოს ტვიტის მიხედვით, ათეულობით ადამიანია დაშავებული და აქციის 33 მონაწილე პოლიციამ დააკავა.
“რეიტერის” ინფორმაციით კი, დაშავებულებს შორისაა სააგენტო “რეიტერის” ოპერატორი და ფოტოგრაფი.
ბიბისის ცნობით, დილისთვის პოლიციამ მოედანია მომიტინგეებისგან გაათავისუფლა.