ახალი ამბები

პოლიცია ახალგაზრდებს პარლამენტთან აქციის თავისუფლად ჩატარების საშუალებას არ აძლევს – Live

12 მაისი, 2018 • 2090
პოლიცია ახალგაზრდებს პარლამენტთან აქციის თავისუფლად ჩატარების საშუალებას არ აძლევს – Live

ამ წუთებში (04:50) ასეულობით ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან.

ისინი აპროტესტებენ პარასკევ საღამოს მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად არაერთი ადამიანის დაკავებას. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირი დააკავეს, თუმცა დაწყებული შეხლა-შემოხლის შედეგად დაკავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია. სამართალდამცავ უწყებას მათ შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

პოლიციელები მოქალაქეთა დაკავებას რუსთაველის გამზირზეც აგრძელებენ და ახალგაზრდებს აქციის თავისუფლად ჩატარების საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულია ასეულობით პოლიციელი, მათ შორის, ნიღბიანიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი