ახალი ამბები

შსს: გალერისა და ბასიანში საგამოძიებო მოქმედებები 3 თვის წინ დავიწყეთ

12 მაისი, 2018 • 1697
შსს: გალერისა და ბასიანში საგამოძიებო მოქმედებები 3 თვის წინ დავიწყეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი 3 თვის მანძილზე აწარმოებდნენ კლუბებ “ბასიანსა” და “გალერიში” საგამოძიებო მოქმედებებს.

“შსს 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბ “ბასიანსა” და “გალერიში” ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. დღეს, 2018 წლის 12 მაისს აღნიშულ კლუბებში ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი”, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

კლუბ ბასიანთან მობილიზებულია პოლიცია. გვიან ღამით პოლიციის დამატებითი ძალები მივიდნენ ბასიანის ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი