ახალი ამბები

სერგეენკო: მოლაპარაკებები მაშკევიჩის გარდა მინიმუმ 5 სხვა კომპანიასთან მიდის

29 ნოემბერი, 2013 •
სერგეენკო: მოლაპარაკებები მაშკევიჩის გარდა მინიმუმ 5 სხვა კომპანიასთან მიდის

“მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა მარტო ამ კონრეტულ კომპანიასთან, არამედ რამდენიმე კომპანიასთან, რომლებსაც უნდათ ქართულ ბაზარზე შემოსვლა, თუმცა ამისთვის აუცილებელი პირობა არის, რომ შეიქმნას მწყობრი სისტემა მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის და მხოლოდ ეს მოგვცემს კარების ფართოდ გაღების საშუალებას. ვადასტურებ, რომ მოლაპარაკებები მიდის მაშკევიჩთან, თუმცა, არა მარტო მასთან, ახლა რაც მახსენდება, მინიმუმ 5 სხვა კომპანიაა, თუმცა, რამდენადაც ვიცი, გაცილებით მეტთან”, – განაცხადა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

 

მაშკევიჩის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესახებ პირველი განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს, მიმდინარე წლის მარტში გააკეთა. მოგვიანებით დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ ალექსანდრე მაშკევიჩი ინვესტირებას მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნასა და პირველადი ჯანდაცვის სფეროში განახორციელებს. 

 

58 წლის ებრაელი მილიარდელი ალექსანდრე მაშკევიჩი  „ფორბსის“ სიაში  უმდიდრეს ისრაელის მოქალაქეებს შორის 3,7 მილიარდი დოლარის  კაპიტალით მე–6 ადგილზეა.

 

ალექსანდრე მაშკევიჩი
ალექსანდრე მაშკევიჩი

მასალების გადაბეჭდვის წესი