ახალი ამბები

კახა კალაძე – ამ ეტაპზე მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება

11 მაისი, 2018 • 2258
კახა კალაძე – ამ ეტაპზე მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე მთავრობაში ცვლილებები არ იგეგმება. თბილისის მერმა ამი შესახებ  “ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. კახა კალაძის თქმით, “ქართულ ოცნებას” ჯერ არ შეურჩევია პრეზიდენტობის კანდიდატი.

“მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე გუნდში ამ ეტაპზე საუბარი არ მიმდინარეობს. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, გუნდში ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს, გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. უახლოეს მომავალში კანდიდატს შევარჩევთ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს, 11 მაისს “ქართული ოცნების” წევრებმა ერთხმად აირჩიეს პარტიის ახალი პოლიტსაბჭო, რომელიც შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

  • გიორგი კვირიკაშვილი;
  • კახა კალაძე;
  • არჩილ თალაკვაძე;
  • ირაკლი კობახიძე;
  • თამარ ჩუგოშვილი;
  • გიორგი ვოლსკი;
  • ილია ნაკაშიძე;
  • მამუკა მდინარაძე;
  • დავით საგანელიძე;
  • დიმიტრი სამხარაძე;
  • ირაკლი ტრიპოლსკი;
  • ბიძინა გეგიძე;
  • მაია ცქიტიშვილი;
  • სოზარ სუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი