ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს

11 მაისი, 2018 •
ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” მეხუთე ყრილობაზე, რომელიც დღეს, 11 მაისს, მთაწმინდის პარკში იმართება, პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს.

კლუბ “ანდერვილის” შესასვლეთან, სადაც ყრილობა იმართება, ლურჯი ხალიჩაა დაფენილი. სწორედ ამ ხალიჩის გავლა უწევთ ყრილობის მონაწილეებს. ლურჯ ხალიჩაზე გაიარა ბიძინა ივანიშვილმაც.

“ოცნების” წევრებმა ასევე ერთხმად აირჩიეს პარტიის ახალი პოლიტსაბჭო, რომელიც შემდეგნაირად დაკომპლექტდა:

  • გიორგი კვირიკაშვილი;
  • კახა კალაძე;
  • არჩილ თალაკვაძე;
  • ირაკლი კობახიძე;
  • თამარ ჩუგოშვილი;
  • გიორგი ვოლსკი;
  • ილია ნაკაშიძე;
  • მამუკა მდინარაძე;
  • დავით საგანელიძე;
  • დიმიტრი სამხარაძე;
  • ირაკლი ტრიპოლსკი;
  • ბიძინა გეგიძე;
  • მაია ცქიტიშვილი;
  • სოზარ სუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი