ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: დაკავებულია პირი, რომლმაც მოქალაქეს $5 ათასი გამოსძალა

11 მაისი, 2018 • 1627
საგამოძიებო სამსახური: დაკავებულია პირი, რომლმაც მოქალაქეს $5 ათასი გამოსძალა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მოქალაქე დაარწმუნა, რომ ინტერპოლის მაღალჩინოსანი იყო, შემდეგ $5 ათასი გამოართვა და მაღალი თანამდებობის პირის დახმარებით თბილისის ზღვის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთის შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი