განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქე მარინა ყარმაზანაშვილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეალურად 2013 წლის მაისში დაფიქსირდა, – მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის ზედამხედველობისა და იურიდიულ საქალაქო სამსახურებში დასრულდა საქმის განხილვა ალექსეევკის დასახლებაში უკანონოდ აგებული საცხოვრებლის კანონიერებასთან დაკავშირებით.

 

მერიის ინფორმაციითვე, ყარმაზანაშვილები უსახლკაროდ დარჩნენ 2012 წლის 30 ნოემებრს, მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ ოჯახი იძულებით გამოასახლა ალექსევკის ქ. #4–ში დაქირავებული ბინიდან.

 

“ქალბატონმა მარინა ყარმაზანაშვილმა ალექსევკის დასახლებაში, ი. ხვედელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტეინერებისა და სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით,  სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე უნებართვოდ ააშენა შენობა–ნაგებობა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ ადგილზე შემოწმებისას მიეცა გაფრთხილება და განესაზღვრა ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. თუმცა, გამოსწორების ნაცვლად, მოქალაქე ყარმაზანაშვილმა იმავე პერიოდში იგივე ტერიტორიაზე განახორციელა ფიცრულის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორია შემოსაზღვრა ღობით. ვინაიდან არ იქნა აღმოფხვრილი სამართალდარღვევის ფაქტი, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გაატარა კანონით დადგენილი ზომები,”- წერია მერიის განცხაედბაში.

 

მარინა ყარმაზანაშვილმა ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამჟამად საქმეს იხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო  და  უახლოეს მომავალში მიიღებს  შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოქალაქე მარინა ყარმაზანაშვილი, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მარტოხელა დედა, 10 000 ლარით დააჯარიმა.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *