ახალი ამბები

დაპირისპირება იეჰოვას მოწმის სახლის მშენებლობის გამო

27 ნოემბერი, 2013 • • 1087
დაპირისპირება იეჰოვას მოწმის სახლის მშენებლობის გამო

“იეჰოვას მოწმე აშენებს საცხოვრებელ სახლს, როგორც ვიცი, ამ ფაქტმა მეზობლების უკმაყოფილება გამოიწვია. ავუხსენით მეზობლებს, რომ საცხოვრებელი სახლია, წინასწარი შიშები, რა იქნება, როგორ იქნება, არ არის საჭირო, მაშინ ვერაფერს ვერ ავაშენებთ. ამ სახლზე არსებობს მშენებლობის ნებართვა. თვითონ თანასოფლელები ეხმარებიან სახლის აშენებაში, იეჰოვას მოწმეები. დღეს მანქანა მოვიდა, საშენი მასალები მოიტანა, რასაც მეზობლების შეკრება მოჰყვა, თითქოს მათ ხელს უშლით ეს მანქანა. როგორც შემთხვევის ადგილიდან შემატყობინეს, იეჰოვას მოწმეებს აგინებდნენ. აშაკრად ეს ყველაფერი გადაზრდილია რელიგიურ მოტივებში,”- აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში მანუჩარ ციმინტია, იეჰოვას მოწმეების იურისტი.  

 

მისივე თქმით, ამ საკითხის თაობაზე ინციდენტს დაახლოებით ერთი თვის წინაც ჰქონდა ადგილი, თუმცა სიტუაცია მალევე დარეგულირდა. 

 

შსს-ს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განმარტებით, დღევანდელი დაპირისპირება სამართალდამცავებმა განმუხტეს.

 

“პოლიცია არ გამოუძახებიათ, ის თავისით მივიდა, როდესაც გაიგო, რომ მოსახლეობას შორის იყო კამათი. ფიზიკურად არ არის არავინ დაზარალებული, სუტუაცია განმუხტულია. შესაბამისად, საქმე აღძრული არ არის, ვინაიდან დაშავებული და დაზარალებული არავინაა,”- ამბობს გიორგობიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი