სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი კორძაიას თქმით, უსაფრთხოების მართვის სამმართველოს უფროსი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით არის დაკავებული. აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. კონკრეტულად რა საქმესთან დაკავშირებით არის ის დაკავებული, დეტალებს სამინისტროში ამ ეტაპზე არ განმარტავენ.