ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანის პრესსპიკერი: ფაშინიანს არ უსაუბრია ბაგრამიანის ბატალიონზე და აფხაზეთზე

8 მაისი, 2018 • 14641
ფაშინიანის პრესსპიკერი: ფაშინიანს არ უსაუბრია ბაგრამიანის ბატალიონზე და აფხაზეთზე

ქართული მედიის ნაწილში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სომხეთის ოპოზიციის ლიდერმა და ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონსა და აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ მისი მონაწილეობის შესახებ ისაუბრა, ნიკოლ ფაშიანიანის ოფისში დეზინფორმაციას უწოდებენ.

ამის შესახებ ნეტგაზეთს ტიგრან ავინიანმა, ფაშიანიანის პრესსპიკერმა განუცხადა.

ქართული მედიის ნაწილში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში”ბაგრამიანის ბატალიონის მონაწილეობა საქართველოს წინააღმდეგ იყო სომხების საბედისწერო შეცდომა, რამაც გააფუჭა ქართულ-სომხური ურთიერთობები”.

აფხაზეთის 1992-93 წლების ომის პერიოდში ჩამოყალიბებული ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი აფხაზების მხარეს იბრძოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი