ახალი ამბები

თბილისში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

8 მაისი, 2018 •
თბილისში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დღეს, 8 მაისს, თბილისში, მტკვირს მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს-ს ცნობით, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი