ახალი ამბები

“რუსთავი 2″–ის მფლობელები თინა ხიდაშელს პასუხობენ

23 ნოემბერი, 2013 • • 1510
“რუსთავი 2″–ის მფლობელები თინა ხიდაშელს პასუხობენ

“22 ნოემბერს, გადაცემა “პოზიციაში” პარლამენტის წევრმა ქალბატონმა თინათინ ხიდაშელმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელების, გიორგი და ლევან ყარამანიშვილების თაობაზე. ქალაბატონმა ხიდაშელმა განაცხადა, თითქოს მათ უკანონოდ მოიპოვეს თბილისში სამარშრუტო ხაზების ბიზნესი. ასევე, დაადანაშაულა დამფუძნებლები უკანონო ქმედებებში ტელეკომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებით.


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებით, რომ არც ახლა და არც მანამდე არ გვქონია არავითარი კავშირი ქალაქ თბილისის სამარშრუტო ტრანსპორტთან. ასვეე, ტელეკომპანია “რუსთავი 2” იმყოფება ჩვენს კანონიერ მფლობელობაში და ჩვენ მიერ ტელეკომპანიის შესაძენად განხორციელებული არცერთი ტრანზაქციით არ დარღვეულა საქართველოს კანონმდებლობა.

 

ვწუხვართ, რომ ქალაბატონი ხიდაშელის თვადასხმები ტელეკომპანიებზე და მის დამფუძნებლებზე იღებს მიზანმიმართული და თანამიმდევრული ტენდენციის სახეს, რითაც საქართველოს ხელისუფლების მაღალი წარმომადგენელი ლახავს დამფუძნებლების საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას და ზეწოლას ახორციელებს თავისუფალ მედიაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

შეაგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ნოემბერს გადაცემა “პოზიციაში” სტუმრობისას თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ ყარამანიშვილების კავშირი ტელეკომპანიასთან და კომუნიკაციებთან საგამძიებო კომისიის გამოძიების ნაწილია:

 

” ქვეყანაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ერთად აკეთებდნენ, სამარშრუტო ტაქსები ჰყავდათ, რესტორნები ჰქონდათ, სასტუმროები ჰქონდათ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, არავის ამასთან პრობლემა არ აქვს, რომლებიც სარეკლამო ბიზნესს, როდესაც ზურაბ ადეიშვილისგან ეს გადანაწილდა, მთლიანად აკონტროლებდნენ პრაქტიკულად ტელევიზიების მეპატრონეები გახდნენ და საერთოდ ქვეყანაში არაფერი არ დარჩა, სადაც ეს ადამიანები არ იყვნენ”– განაცხადა ხიდაშელმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი