ახალი ამბები

ბესიკ ხარძიანი: ჩემთვის ამ პროკურატურის დროს არაფერი შეცვლილა

22 ნოემბერი, 2013 •
ბესიკ ხარძიანი: ჩემთვის ამ პროკურატურის დროს არაფერი შეცვლილა

ამის შესახებ ხარძიანმა ტვ3–ის გადაცემა „დიდ პოლიტიკაში“ განაცხადა: 

 

“იყო რაღაც ოფშორული კომპანია, რომლის უკან იდგნენ უდესიანი და ქურასბედიანი. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, „სასამართლოებს რომ ავცდეთ, იქნებ მოლაპარაკების გზით, ვინც რა წაიღო, დააბრუნოსო“, მე შევხვდი ბატონ ქურასბედიანს. ეს პიროვნება აპირებდა ქონების დაბრუნებას, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მითხრა: „ბოდიში, მაგრამ კბილაშვილის პროკურატურასთან „გაიასნებული“ გვაქვსო“. ჩემთვის ამ პროკურატურის დროს არაფერი შეცვლილა. გამოძიება „შემოიდო თაროზე“. სანამ თეა წულუკიანის ქოლგის ქვეშ იყო პროკურატურა, გამოძიება ინტენსიურად მიდიოდა, კმაყოფილიც ვიყავი, მაგრამ რაც ეს უწყება ჩამოაშორეს, იმ დღიდან აღარაფერი გაკეთებულა. დავით ჩხატარაშვილი გია ნაცვლიშვილის მრჩეველი იყო, ასე ამბობენ მოარულად, და როცა ქურასბედიანმა მიხსენა ეს გვარები, მე მას ოჯახში ვესტუმრე, მაგრამ არ დამხვდა. სიდედრ–სიმამრი დამხვდა, მათ დავუტოვე ჩემი სავიზიტო ბარათი და დავუბარე, რომ მას აბრალებდნენ ამ ყველაფერს და დამკავშირებოდა, მაგრამ არ დამკონტაქტებია, ამიტომ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი