ახალი ამბები

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლოზე 22 მოწმე დაკითხეს

22 ნოემბერი, 2013 •
მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლოზე 22 მოწმე დაკითხეს

დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაკითხული მოწმეებიდან არც ერთს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილსი წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია, ისინი დარწმუნებული არიან, რომ დარჩენილი მოწმეებიდან მათ წინააღმდეგ ჩვენებას ვერც ერთი მისცემს.

 

“მე დარწმუნებილი ვარ, რომ ბრალდება იმ ათასობით მოწმიდან ვერავის მოიყვანს, ვინც ბრალდებულის დანაშაულს დაამტკიცებს. ეს არის უნიჭოდ დადგმული შოუ, რომელშიც ვიღებთ მონაწილეობას და დამერწმუნეთ, ძალიან მალე ბრალდება იძულებული გახდება უარი თქვას თავის მიერ ჩაწერილი მოწმეების დაკითხვაზე”, – აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

პროკურორი ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ დღეს 22 მოწმის დაკითხვით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სამუშაოს მაძიებელთა აღერიცხვის მეორე ეტაპს არანაირი საერთო არ ჰქონდა უმუშევრების აღრიცხვასთან და ეს თვალთმაქცური გარიგებები იყო:

“ეს გარიგებები განხორციელდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, დასაქმდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, ისინი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მუშაობდნენ და ამ საქციელისთვის მიიღეს სახელმწიფოს კუთვნილი თანხები, ხოლო ბიუჯეტის განკარგვაზე ამ პერიოდში პასუხისმგებლები იყვნენ პრემიერ–მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი”, – განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

 

სასამართლო პროცესი ორშაბათს, 25 ნოემბერს განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი