“მინდა გამოვეხმაურო შს სამინსიტროს გამოქვეყნებულ სტატისტიკას. მათი მონაცემებით, 2013 წლის 10 თვეში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და 53% გახდა. უფრო მეტიც, მიუხედავად ციხეებიდან 17 ათასი კაცის გამოშვებისა, შს სამინისტროს მონაცემებით, შარშან 31 ათასი დანაშაული მოხდა და წელს- მხოლოდ 24 ათასი. ანუ მივიღეთ პარადოქსული სიტუაცია, ციხეებიდან გამოვიდა 17 ათასი ადამიანი და ამ ადამიანებმა არათუ არ ჩაიდინეს დანაშაული, გარეთ მყოფი კრიმინალები დაარწმუნეს, რომ ისეთი კარგი მთავრობა მოვიდა, ისე კარგადაა საქართველოში ცხოვრება, აიძულეს ისინი დანაშაული აღარ ჩაედინათ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდია. საინტერესოა, რომელ ქვეყნებს აქვთ საქართველოს მსგავსი გახსნის მაჩვენებელი. 53% აქვს საქართველოს. ეს არის უკრაინა, რუსეთის ფედერაცია. ხოლო 2011-2012 წლებში საქართველო გახსნის მაჩვენებლებით იყო ისეთ ჯგუფში, სადაც არიან ამერიკის შეერთებული სტატები, ჩეხეთი, შვედეთი, ნორვეგია.
მე სულაც არ მიკვირს, რომ საქართველოს გახნის მაჩვენებელია შევარდნაძის და კახა თარგამაძის დროინდელი მაჩვენებელი, რუსეთის და უკრაინის დონის მაჩვენებელი, იმიტომ, რომ დღევანდელ შს სამინსიტროს მართავენ ისევ ის ადამიანები, ვინც შევარდნაძის დროს მართავდა. იგივე ტაბატაძე, ბედია და სხვა.”, – განაცხადა მერაბიშვილმა.