“რაც შეეხება ზეწოლას… მე მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ უკრაინა დროებით აჩერებს, არა წყვეტს, არამედ აჩერებს ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერას. უკრაინასთან დაკავშირებით მუქარები ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან მოვისმინეთ”, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ეს მუქარის შემცველი მესიჯები უკრაინაში საპროტესტო აქციების მოწყობასაც შეეხება.
“აი, ეს არის მუქარა, ეს არის შანტაჟი”, – განაცხადა პუტინმა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების გადადებას აპირებს. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქვეყნის ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების პროცესის მზადების შეჩერებას გულისხმობს, უკრაინის სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ ლვოვში სტუდენტებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს.
ვილნიუსის სამიტის მოახლოების პარალელურად რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ზეწოლაში ევროკავშირის არაერთმა ლიდერმა დაადანაშაულა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.