როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, მკურნალობით კმაყოფილება პაციენტთა მხოლოდ 22,5%–მა გამოთქვა:
“თუკი შევადარებთ სამოქალაქო სექტორს, ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ანუ 10 პატიმრიდან 3 პატიმარზე ნაკლებია კმაყოფილი მკურნალობით, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ, მოქალაქეების კმაყოფილება 80%–ს შეადგენს, ანუ 10–დან 8 მოქალაქე, რომელიც მიდის ექიმთან, მკურნალობით კმაყოფილია. თუმცა, თუკი შევადარებთ სკანდინავიის ქვეყნების პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას, აქ პატიმართა კმაყოფილების მაჩვენებელი 32%–დან 40%–მდეა”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
რაც შეეხება გამოჯანმრთელების მაჩვენებელს, ეს რიცხვი 40,7%–ია:
“ეს იმას ნიშნავს, რომ 10–დან 4–ზე მეტი პატიმარი, რომელიც ციხეში მკურნალობს, გამოჯანმრთელებულია, დანარჩენი კი, ნაწილობრივ გამოჯანმრთელდა ან არ გამოჯანმრთელებულა. ეს მონაცემები გვაჩვენებს იმას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს წინ”, – აცხადებს თალაკვაძე.