თბილისის პროკურატურის პრესცენტრის ცნობით, მიხეილ შაყულაშვილი პროკურატურის ორგანოებში 2001 წლიდან მუშაობს. ამ პოსტზე დანიშვნამდე მას გორის რაიონული პროკურორის თანამდებობა ეკავა.
2009-2012 წლებში ხაშურის რაიონული პროკურორი იყო. 2007-2009 წლებში მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილედ მუშაობდა, 2006-2007 წლებში შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის თანამდებობა ეკავა. 2001 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონულ პროკურატურებში სხვადასხვა თანამდებობებზე.
შაყულაშვილმა ამ თანამდებობაზე მაია მწარიაშვილი შეცვალა, რომელიც პოსტიდან 21 ნოემბერს გადადგა.