საპროტესტო აქცია მიმდინარეობს უკრაინის დედაქალაქშიც, სადაც აქციის მონაწილეები უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით მივიდნენ. გარდა ამისა, დამონტაჟებული აქვთ მცირე ზომის სცენა, საიდანაც ხმის გამაძლიერებლებით მოქალაქეებს მოუწოდებენ, დღეს, 22 ნოემბერს, საღამოს, აქციას შეურთდნენ.
უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულების მზადების პროცესის შეჩერება დაიწყო, რითაც ოპოზიციისა და მოქალაქეების ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. ოპოზიციამ ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდა.
უკრაინის ხელისუფლების წევრები აღნიშნულ გადაწყვეტილებას ქვეყნის რუსეთთან და დსთ-სთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებითა და “ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებით” ასაბუთებენ.