საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ცნობით, 15-16 წლის ასაკის სპორტსმენთა შორის სინქრონულ ხტომებში საუკეთესო შედეგი თეონა ჯანჯღავამ და ანა ოდიშვილმა აჩვენეს, რომლებმაც ოქროს მედლები მოიპოვეს და ჩემპიონები გახდნენ.
საკვალიფიკაციო ეტაპზე გოგონათა წყვილმა 41.800 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა და ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა, სადაც ჯანჯღავამ და ოდიშვილმა სხვებზე უკეთ იასპარეზეს და 44.500 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ.
გამარჯვებულებს 1.400-1.400 ქულით ჩამორჩნენ მონა ვაილერი, ფილის ლენსკერი (ორივე – გერმანია) და ვალერია კირილენკო, მარია შილოვა (ორივე – რუსეთი), რომლებსაც შესაბამისად ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები ერგოთ.
ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ამ ასაკში კიდევ ერთ მედლამდე ცოტა დააკლდა ანა ოდიშვილს ინდივიდუალურ ხტომებში.
მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯად მიწვეული იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური მდივანი, რუსუდან ხოფერია.