ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის უფროსად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

22 ნოემბერი, 2013 •
საგამოძიებო სამსახურის უფროსად ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

 

ლერი ბარნაბიშვილი
ლერი ბარნაბიშვილი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ პოსტზე ბარნაბიშვილი პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის წარდგინებით დანიშნა, ლერი ბარნაბიშვილი საგამოძიებო სამსახურის უფროსის რანგში მუშაობას  დღეიდან შეუდგა.

 

“ლერი ბარნაბიშვილი 2004 წლიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა. ამ პოსტზე დანიშვნამდე მას საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.  2009 – 2013 წლებში საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, მანამდე, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 2008 – 2009 წლებში  საქმიანობდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების  სამსახურის,  საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს უფროსად; ამავე დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართევლოს პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 2004-2007 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს  პირველი სამმართველოს უფროსის მოადგილე.  ლერი ბარნაბიშვილი განათლებით იურისტია,  დამთავრებული აქვს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.  ჰყავს მეუღლე და ორი შვილი”, – ნათქვამია მის ბიოგრაფიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი