საავიაციო ნავთის (JET) იმპორტის ყველაზე დიდი წილი – 74,4% განხორციელდა აზერბაიჯანიდან. მეორე ადგილზეა თურქმენეთი – 13,9%, შემდეგ ისრაელი – 8,8% და საბერძნეთი – 2,9%–ით.
ავიაკომპანიები საქართველოს ბაზარზე საავიაციო ნავთის სეგმენტში აზერბაიჯანის მონოპოლიაზე საუბრობდნენ. ამ საკითხზე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “ნეტგაზეთთან” შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ თუკი რაიმე ბარიერი არსებობს, რომ ახალი მოთამაშე შემოვიდეს ამ ბაზარზე, ადმინისტრაციული ბარიერები მოვხსნათ. ჩვენ ეს გავაკეთეთ არაერთი კომპანიასთან მიმართებაში. საბითუმო ბაზარზე რამდენიმე ახალი შემომტანია და საცალო ქსელები იქმნება.”